პრაიმერში მონაწილე 6 პარტიიდან თელავში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ორი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატია ცნობილი: ალექსანდრე ტალიური - მოძრაობა „სამართლიანი საქართველოდან“ და გიორგი მოსიაშვილი - კონსერვატიული პარტიიდან. გიორგი მოსიაშვილი, რომელიც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ პრაიმერისთვის ოპოზიცია თელავში აქტიურად ემზადება:
` თელავში გაიხსნება რამდენიმე საარჩევნო უბანი. კახეთის რეგიონში უკვე შეიქმნა საარჩევნო ოლქი, არიან კომისიის წევრები და ყველა მიიღებს მონაწილეობას ამაში. ~
პრაიმერში მონაწილეობას არ ღებულობენ, თუმცა საარჩევნო მზადებაა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თელავის რაიონულ ორგანიზაციაში. როგორც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლაშხი აცხადებს, ქრისტიან-დემოკრატებს თელავში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავთ.
ლეიბორისტული პარტიის თელავის რაიონულ ორაგინიზაციაში კი აცხადებენ, რომ ისინი არც პრაიმერში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას და არც თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას ჩქარობენ. Lლეიბორისტული პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ვიცე- კოორდინატორის ანა ენუქაშვილის განცხადებით, რაიონული ორგანიზაციები პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, მითითებებს ელოდებიან.
საარჩევნო მზადებას მოთმინებით ადევნებს თვალყურს თელავის მოსახლეობაც. თვითმმართველობის არჩევნებამდე მათ ჯერ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ პრაიმერში უნდა გამოხატონ საკუთარი არჩევანი, რომელიც თელავში 21 მარტს გაიმართება.