კახა კუკავა: ”რამდენიმე დღეში კარგ ახალ ამბავს შეიტყობთ”

თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატის წარსადგენად დღეს კონსულტაციები დაიწყო. ირაკლი ალასანიას პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, კონსერვატორმა კახა კუკავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რამდენიმე დღეში კარგ ახალ ამბავს შეიტყობენ და ოპოზიციას საერთო კანდიდატი ეყოლება. პარტია ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა კონსულტაცია ხვალ გაგრძელდება.