გუშინდელ ქარიშხალს, შესაძლოა, გრიგალის კვალიფიკაცია მიენიჭოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გუშინდელ ქარიშხალს, რომელმაც თბილისი და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონები დააზარალა, შესაძლოა, გრიგალის კვალიფიკაცია მიენიჭოს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს. პრემიერ-მინისტრმა სტიქიის გამო თბილისში დაღუპული ორი ადამიანის ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.