დღეს "რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" – სტუმარია გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. "რადიო თავისუფლების" ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს კვირის სტუმრად და ბატონი ლაშასთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. 23 ნოემბერს საღამოს ლაშა ტუღუში "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.