ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციას დავით ბაქრაძე და მიხეილ მაჭავარიანი დაესწრებიან

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციას, რომელიც 25 აინვარს გაიმართება, საქართველოდან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დაესწრებიან. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველო-უკრაინის მეგობრობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე დასასწრებად პარლამენტის თავმჯდომარის გამგზავრების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო.