სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იანუკივიჩი და ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატებად რჩებიან

ვიქტორ იანუკოვიჩს და იულია ტიმოშენკოს კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატთა სტატუსი აქვთ. უკრაინის ცსკ-ის თავმჯდომარის მოადგილის ანდრეი მაგერას განმარტებით, მას შემდეგ, რაც იულია ტიმოშენკოს სარჩელის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თაობაზე საარჩევნო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება შეაჩერა, შეჩერებულია ვიქტორ იანუკოვიჩის ახლადარჩეული პრეზიდენტის სტატუსიც. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ტიმოშენკომ სასამართლოში 16 თებერვალს გაასაჩივრა. პრემიერ-მინისტრის სარჩელის განხილვას უკრაინის ადმინისტრაციული სასამართლო ხვალ დაიწყებს. ტიმოშენკოს ბლოკმა პარლამენტს მოუწოდა, გააუქმოს დადგენილება, რომლის თანახმად, იანუკოვიჩის ინაუგურაციისთვის საზეიმო სხდომა 25 თებერვლისთვის დანიშნა