რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამის ხელმძღვანელი ელადა გამრეკლიძე, რომელიც ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ანგარიშზე აკეთებდა კომენტარს. მან თქვა,
რომ მოხსენებაში მოყვანილი დასკვნების ნაწილს ეთანხმება, თუმცა, მისი აზრით ჟურნალისტთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით 2009 წელს მომხდარი ზოგიერთი მოვლენა მოხსენებაში არ შესულა. მაგალითად, არ არის ასახული
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ჩატარებული აქციები. ასევე, ელადას გამრეკლიძის აზრით, მოხსენებაში არაპროპორციულად დიდი ყურადღება ეთმობა ”ტალიავინის კომისიის” დასკვნის გაშუქებას ქართულ მედიაში და ეს გაშუქება არასწორადაა წარმოსახული ლიტმუსის ტესტად.