სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დიდი ნაწილი შეთანხმებულია

„სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების ახალი ტექსტი, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი მუშაობენ, 97 პროცენტითაა შეთანხმებული.“ - განაცხადა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა. მისი თქმით, შესათანხმებელია ცალკეული ტექნიკური დეტალები. ამერიკასა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას ვადა 2009 წლის 5 დეკემბერს გაუვიდა.