დღეს "რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" – სტუმარია ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია. "რადიო თავისუფლების" ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად და ბატონი სიმონისთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. ხვალ საღამოს სიმონ ჯანაშია "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს. დღევანდელ შეკითხვებს კი სტუმარს ია ანთაძე გააცნობს.