კვირა იმაზე მსჯელობით დაიწყო, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსულად განწყობილი იანუკოვიჩის გამარჯვებას. ექსპერტების დიდი ნაწილის აზრით, კარდინალური ცვლილებები უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში არ მოხდება, თუმცა ცვლილებები მაინც იქნება. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ თენგიზ ფხალაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აქცენტი უკრაინის სახელისუფლებო იერარქიაში ძალთა გადანაწილების ბალანსზე გააკეთა.
სამშაბათს მოსკოვში მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" და რუსეთის მმართველ პარტია "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
”ედინაია როსიასა” და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში წერია, რომ ხელის მომწერი პოლიტიკური ძალები - “ედინაია როსიას” მხრიდან დოკუმენტს ხელი ბორის გრიზლოვმა მოაწერა, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” სახელით კი - პარტიის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა - ისწრაფიან შეიტანონ წვლილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლობის განმტკიცებაში. ნოღაიდელის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე მამრაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებდა, რომ „სამართლიანი საქართველოსთვის” ჯერ კიდევ შარშანწინ ლაპარაკობდა რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ნოღაიდელის ეს ნაბიჯი უკიდურესად უარყოფითად შეაფასა. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, პავლე კუბლაშვილმა, თქვა, რომ ”ედინაია როსიასა” და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” შორის გაფორმებული დოკუმენტი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ კი, ნოღაიდელის პარტიის პოზიციას აუხსნელი, უმოტივაციო და მიუღებელი უწოდა, თუმცა მანვე დასძინა, რომ ნოღაიდელის გააქტიურება პოლიტიკურ სარბიელზე მას არაერთ ეჭვს აღუძრავს.
კონსერვატორმა კახა კუკავამ კი განაცხადა, რომ ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” მიერ რუსეთის მმართველ პარტიასთან გაფორმებულ მემორანდუმს გავლენა არ მოუხდენია პრაიმერის პარტიების ერთობლივ მიზნებსა და გეგმებზე. ამ გეგმებში კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევის გარდა, 9 აპრილიდან დედაქალაქში საპროტესტო აქციების განახლებაც შედის.
პრაიმერს რაც შეეხება, გაირკვა, რომ ის რეგიონებსა და დედაქალაქში ერთდროულად არ გაიმართება. პრაიმერის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა გრაფიკი, რომლის თანახმადაც, პრაიმერი 4 ეტაპად ჩატარდება - 21 მარტს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება. პრაიმერის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ლადო ბოჟაძის განმარტებით, თბილისის საოლქო კომისია ტექნიკურად უკვე მზადაა რეგისტრაციაში გაატაროს ნებისმიერი კანდიდატი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი მოსახლეობაში ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კონსულტაციები დაიწყო. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან გაიმართა. მრგვალი მაგიდა, პირობითი სახელწოდებით ”არჩევნები და მედია”, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის მისაღწევად მედიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ურთიერთთანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას მიეძღვნა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ამ შეხვედრაზე მედიამონიტორინგის ჯგუფების ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა. მან ორ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება - ერთი მხრივ, სიების მონიტორინგის პროცესში ჟურნალისტების ლეგიტიმური წესით ჩართვაზე, მეორე მხრივ კი - მედიის მონიტორინგზე თავად მედიის მიერ.
შუა კვირაში ინტერნეტით გავრცელდა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის წერილი, რომ ის შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა. კომახიძე მუშაობდა ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებზე არის საუბარი და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებს ასახავს. ჟურნალისტის თქმით, ფილმზე მუშაობის დროს მას უთვალთვალებდნენ, უცნობი პირები კი ტელეფონით ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდნენ.
კომახიძის თქმით, ზეწოლა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ის პაატა ზაქარეიშვილსა და მანანა მებუკესთან ერთად ცხინვალში ჩავიდა. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ცხინვალში გამართული შეხვედრების დროს მათ მართლაც მიიღეს საქართველოს ხელისუფლებისათვის უსიამოვნო ინფორმაცია.
კვირის დასაწყისში საფრანგეთმა, ნატოს სხვა წევრების ნების საწინააღმდეგოდ, პრინციპული თანხმობა განაცხადა რუსეთისთვის „მისტრალის“ კლასის ვერტმფრენმზიდის მიყიდვაზე. „მისტრალი“ 200 მეტრი სიგრძისაა. ის იტევს 900 ჯარისკაცს, ვერტმფრენებსა და ჯავშანტექნიკას. ხომალდის ღირებულება 500 მილიონი ევროა. რუსეთისვის „მისტრალის“ მიყიდვა იქნება პირველი მნიშვნელოვანი სამხედრო გარიგება რუსეთსა და ნატოს წევრს შორის. ამ ფაქტის განხილვა საქართველოში მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთ-ერთი პირველი კომენტარი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ეს არის შეშფოთების საგანი როგორც რუსეთის უშუალო მეზობლებისთვის, ისე რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, რაც ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყნების განხილვის საგანი უნდა იყოს.
„მისტრალის“ გაყიდვასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა ფრანგ პოლიტოლოგ ტომა გომარს, რომელიც პარიზში მდებარე საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში რუსეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პროგრამას ხელმძღვანელობს. მან თქვა, საფრანგეთის მთავრობა რუსეთს საფრთხედ კი არა, პარტნიორად აღიქვამსო.
კანადის ქალაქ ვანკუვერში, უისტლერის საციგაო ტრასაზე, ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა ქართველი სპორტსმენი, 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი. ვარჯიშის დროს ციგით დაშვებისას ის ტრასის ბოლო მოსახვევიდან ამოვარდა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. სპორტსმენის დაღუპვის მიუხედავად, საქართველოს დელეგაციამ გადაწყვიტა, დარჩეს ვანკუვერში და მონაწილეობა მიიღოს თამაშებში.
ექსპერტების დასკვნის შედეგად, ტრაგედიის მიზეზად სპორტსმენის შეცდომა დასახელდა. ამ ფაქტს დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანკუვერში, მთავარ ოლიმპიურ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. მან თქვა, უნდა ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებს შეცდომა ახასიათებთ, მაგრამ შეცდომა სიცოცხლედ არავის უნდა დაუჯდეს. ახლა იმ ტრასის მოდერნიზებას ახდენენ, სადაც კატასტროფა მოხდა. არადა, ადრე რატომ არ გაითვალისწინეს იმ მწვრთნელებისა და სპორტსმენების აზრი, რომლებიც ამბობდნენ, რომ დისტანცია სახიფათო იყოო. სააკაშვილის თქმით, დაღუპული სპორტსმენის მშობლიურ ქალაქ ბორჯომში საციგაო ტრასა გაიხსნება, რომელსაც ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი ეწოდება.