სომხეთის პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა ოქმები თურქეთთან ურთიერთობის შესახებ

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა პარლამენტს წარუდგინა ოქმები, რომელთა მიზანია თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ამასთან, სარქისიანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ოქმებს კენჭი უნდა უყაროს ჯერ თურქეთის პარლამენტმა, ვიდრე ამას სომხეთის პარლამენტი გააკეთებდეს. სომხეთმა და თურქეთმა შარშან მიაღწიეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და საერთო საზღვრის გახსნის შესახებ, რაც ორ თვეში უნდა მოჰყვეს პარლამენტში ოქმების დამტკიცებას.