ეკა ბესელია ახალ მოძრაობას აფუძნებს

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ე.წ. უკანონო პატიმრების გათავისუფლებისთვის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. მოძრაობის დამფუძნებელია ეკა ბესელია, რომლის განმარტებითაც მოძრაობაში გაერთიანდებიან საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ეკა ბესელიას თქმით, მოძრაობის მთავარი პრიორიტეტი ორი მიმართულებაა - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლება და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა.