15 ადამიანი გარდაიცვალა და 20 დაიჭრა თვითმკვლელების აფეთქების შედეგად პაკისტანში

სულ ცოტა 15 ადამიანი გარდაიცვალა და 20 დაიჭრა ორი აფეთქების შედეგად პაკისტანის ჩრილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ბანუში. გარდაცვლითა შორის შვიდი პოლიციელია. პირველი აფეთქება პოლიციის შენობათა კომპლექსის ტერიტორიაზე, მეორე კი მის მახლობლად განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, ტერორისტული აქტები თვითმკვლელებმა განახორციელეს. ქალაქი ბანუ ავღანეთის საზღვრის მახლობლად, ჩრდილოეთი ვაზირისტანის რაიონში მდებარეობს.