ორი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა აფეთქების შედეგად ავღანეთში

ორი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა აფეთქების შედეგად ავღანეთში. ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როცა ჯარისკაცები ჰელმენდის პროვინციაში პატრულირებას ახორციელებდნენ. ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტი უკვე დაადასტურა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ. ავღანეთში საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, ანუ 2001 წლიდან 255 ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა.