ერაყის ქალაქ ქერბელაში აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა აფეთქების შედეგად ერაყის ქალაქ ქერბელას შემოგარენში. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, თვითმკვლელმა მამაკაცმა დანაღმული ავტომობილი შიიტი მომლოცველების ბრბოში ააფეთქა. ამ დღეებში ათობით ათასი შიიტი მომლოცველი სტუმრობს წმინდა ქალაქ ქერბელას, სადაც აშურიდან 40 დღის გასვლა აღინიშნება.