საქართველო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს აღარ გააგზავნის

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქართველი დამკვირვებლები აღარ გაიგზავნებიან - საქართველოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააცნო. გადაწყვეტილება, პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, დაკავშირებულია იმასთან, რომ პირველ ტურში ქართველი დამკვირვებლების გამო გაუგებრობა მოხდა და საქართველო ცდილობს ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს. მიხეილ სააკაშვილმა ასევე მოუწოდა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც არჩევნებს უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებიან, სამშობლოში დაბრუნდნენ.