"რადიო თავისუფლების" ვებგვერდის რუბრიკას "ინტერაქტიული დიალოგი" ექსპერტი ზურაბ აბაშიძე სტუმრობს. ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად და შეკითხვებიც თავად შეარჩიეს რეიტინგის მიხედვით. ოთხშაბათს, 3 თებერვალს ზურაბ აბაშიძე "რადიო თავისუფლების" ვებგვერდს ეწვევა და კომენტატორების შეკითხვებს "ცოცხალ" რეჟიმში უპასუხებს. ბლოგების კომენტატორების შეკითხვებს ბატონ ზურაბს თბილისის სტუდიაში მარინა ვაშაყმაძე გააცნობს.