ჟენევაში განახლდა მოლაპარაკებები ამერიკასა და რუსეთს შორის. ორი ბირთვული ქვეყანა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების თაობაზე ახალი შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. მოლაპარაკებაში დელეგაციები სრული შემადგენლობით მონაწილეობენ. ჟენევაში იმყოფებიან ორივე ქყვეყნის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები. რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის თქმით, გასაფორმებელი დოკუმენტის 95 პროცენტი შეთანხმებულია, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შეთანხმების გაფორმებას გაართულებს ამერიკის შეერთებული შტატების გეგმა, რომელიც პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის განთავსებას ითვალისწინებს.