ჟენევაში ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსია განახლდა

ჟენევაში ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსია განახლდა. მისი მე-9 რაუნდისას განსახილველ უმთავრეს თემად მიჩნეულია ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება, რომლის ახალ ვარიანტს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ევროკავშირი, გაერო და ეუთო გააცნობენ. ჟენევაში სამუშაო ჯგუფები უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობენ.