ირანის მედიის ცნობით, ირანი არ მიიღებს მონაწილეობს ავღანეთის შესახებ კონფერენციაში, რომელიც ხვალ ლონდონში იწყება. როგორც ნაწილობრივ ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იუწყება, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის განმარტებით, კონფერენციაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „ავღანეთში სამხედრო მოქმედების მასშტაბის გაზრდის მიმართ“ ამ კონფერენციის პოზიციის გამო და იმის გამო, რომ "ანგარიშს არ უწევენ რეგიონის პოტენციალს, მოაგვაროს პრობლემები".