რატომ ოთხი გამოცდა?

მაია მიმინოშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი (მარცხნივ) და გია მურღულია, თბილისის 24-ე სკოლის დირექტორი

ამ ბოლო ხანს ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა განათლების სფეროში. კიდევ უფრო მეტი იგეგმება. ეს გეგმები ასახულია დოკუმენტში სახელწოდებით - ”განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოწვევები 2010-2011”. რას გულისხმობს ეს გამოწვევები, რა ცვლილებები იგეგმება სამომავლოდ და რას უნდა ელოდნენ წლევანდელი აბიტურიენტები, რამდენად მზად არიან ისინი გამოცდებისთვის, რა ვითარებაა სკოლებში - რა თქმა უნდა ძნელია ყველაფერზე ერთდროულად საუბარი, მაგრამ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხებიან სტუმრები - გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და თბილისის 24-ე სკოლის დირექტორი გია მურღულია.