ტიმოშენკომ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრის ფაქტი დაადასტურა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის ფაქტი დაადასტურა და განმარტა, რომ ბრძოლისუნარიანობაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილი ქართველ მეთვალყურეთა ქმედუნარიანობას გულისხმობდა და არა მებრძოლ ნინძებს. ინტერნეტ-გამოცემა ”უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში ტიმოშენკომ აღნიშნა, რომ მისი კონკურენტი იანუკოვიჩის ”რეგიონების პარტიამ” მსოფლიო სკანდალის შექმნა სრულიად უსაფუძვლოდ სცადა.