მედვედევი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს სოჭში შეხვდება აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოსალაპარაკებლად. 1994 წელს აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო ომის შეწყვეტის შემდეგ ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე გრძელდება შუამავლობის ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად.