თეთრი სახლი: მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პროდუქტიული მოლაპარაკება მიმდინარეობს

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის პროდუქტიული მოლაპარაკება მიმდინარეობს ბირთვული განიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულების გარშემო. მოსკოვი და ვაშინგტონი მუშაობენ ახალ დოკუმენტზე, რომელმაც უნდა შეცვალოს დეკემბერში ვადაგასული ძველი ხელშეკრულება.