ბელგრადში ახალი პატრიარქის აღსაყდრება შედგა

სერბიაში, ბელგრადში მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის - ირინეოსის აღსაყდრების ცერემონია მოეწყო. ახალ პარტიარქად ირინეოსი პარასკევს აირჩიეს. სერბიის ეკლესიის 80 წლის მამამთავარმა ცერემონიის შემდეგ თქვა, რომ „სერბია კოსოვოს გარეშე სერბია არ არის“ და განაცხადა, „კოსოვო ჩვენი იერუსალიმიაო“.