ნატო: ავღანეთში ოთხი მებრძოლი იქნა მოკლული

ნატოს წარმომადგენელთა ცნობით, ოთხი მებრძოლი იქნა მოკლული ავღანეთში კოალიციის შეიარაღებული ძალების რეიდის დროს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეები ირწმუნებიან, რომ დაიხოცნენ სამოქალაქო პირები. ღაზნის პროვინციის ქალაქ ყარა-ბაღში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ საერთაშორისო კოალიციის შეიარაღებული ძალების იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ოჯახის სამი წევრი და მათი მეზობელი.