ვანკუვერის ოლიმპიადის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მზად არიან დაიწყონ მანქანებით თოვლის შეზიდვა იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ ბუნებრივი თოვლის სიმცირით გამოწვული პრობლემები. ვანკუვერის ოლიმპიური თამაშები 12 თებერვალს იწყება. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ საორგანიზაციო კომიტეტი მზად არის, სატვირთო მანქანებითა და ვერტმფერნითაც მიიტანონ თოვლი დასავლეთ კანადის იმ ადგილებში, სადაც თამაშები უნდა გაიმართოს.