ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დღეს გაუძღვა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საგანგებო სხდომას, რომელზეც იმსჯელეს თალიბანის მიერ ქაბულში ორშაბათს განხორციელებული იერიშების სერიაზე. სხდომის შემდეგ კარზაის ოფისმა გაავრცელმა განცხადება, რომლის თანახმად, კარზაიმ უშიშროების ძალები შეაქო ქაბულის დაცვისთვის. ორშაბათს იერიშებმა, რომლებიც პრეზიდენტის სასახლესთან, მთავრობის რამდენიმე შენობასთან და ფეშენებელურ სასტუმროსთან მოეწყო, 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 7 თავდამხსმელის. დაიჭრა 70-ზე მეტი ადამიანი.