ოკუპირებულ სოფელ პერევში მყოფმა რუსმა სამხედროებმა უკანონო საგუშაგოზე კონტროლი გაამკაცრეს - ამის შესახებ ქართულ საინფორმაციო სააგენტოებს საჩხერის რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ აცნობა. მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საგუშაგოზე გადამსვლელ ყველა მოქალაქეს დეტალურად აღრიცხავენ. კონტროლის გამკაცრების მიზეზი ცერცვაძისთვის უცნობია