"ინტერაქტიული დიალოგის" სტუმარია გაერთიანების - „ალიანსი საქართველოსთვის“ - ლიდერი ირაკლი ალასანია. რადიო თავისუფლების ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად და ბატონი ირაკლისთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. სამშაბათს საღამოს ირაკლი ალასანია ჩვენს ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს "ცოცხალ" რეჟიმში უპასუხებს.