საქართველოს მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებული ჰაიტის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი, მაშველები და ექიმები გაგზავნა. სამშაბათს მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ ჰაიტის დედაქალაქში 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის გამო, აშშ-მა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია, რომელიც საწყის ეტაპზე 100 მილიონი დოლარით დაფინანსდა. მიწისძვრით დანგრეული ჰაიტის აღდგენის მიზნით, აშშ, საფრანგეთი, კანადა, ბრაზილია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას გეგმავს.