სამშაბათს გამოქვეყნდა ავტორიტეტული უფლებადამცავი ორგანიზაციის ”ფრიდომ ჰაუსის” მორიგი ანგარიში - ”თავისუფლება მსოფლიოში 2010”. მასში შეფასებულია დღეს არსებული ვითარება მსოფლიოს ორასამდე ქვეყანაში და თოთხმეტ ტერიტორიაზე. მათ შორის, საკმაოდ ვრცლად არის საუბარი საქართველოზე. რა კონკრეტულ ფაქტებზეა გამახვილებული ყურადღება ამ ანგარიშში, რას მოასწავებს ეს საქართველოსთვის, რით განსხვავდება წინა ანგარიშებისგან და რა შეიძლება მოჰყვეს ამგვარი ანგარიშების გამოქვეყნებას - ამ პრობლემებზე საუბრობენ დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რეინტეგრაციის საკითხებში ელენე თევდორაძე.