ნატოსთან თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის პროექტი ალიანსში გაიგზავნა

საქართველოს მთავრობამ ნატოსთან თანამშრომლობის წლევანდელი სამოქმედო გეგმის პროექტი ალიანსის შტაბ-ბინას გაუგზავნა. ექსპერტებთან ერთად შემუშავებული სამთავრობო პროექტი ოფიციალურ გეგმად ნატოდან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გარდაიქმნება. ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საქართველოს წლევანდელ ვალდებულებათა შორისაა სამხედრო რეფორმის გაძლიერება, ომის შედეგების აღმოფხვრა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარება, მასმედიის თავისუფლების გაზრდა და ანტიკორუფციული საქმიანობის გაძლიერება.