იემენი: ალ-ყაიდას ადგილობრივი ლიდერი ლიკვიდირებულია

იემენის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდას ადგილობრივი ლიდერი ლიკვიდირებულია. იემენის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აბდულა მეჰდარი უშიშროების ძალების მიერ ქვეყნის აღმოსავლეთით ჩატარებული ოპერაციისას მოკლეს.