2010 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 2009 წლის 21 აგვისტოს 41 განსასჯელის მიმართ დაწყებული ე.წ. ”მუხროვანის ამბოხის მონაწილეთა” პროცესი. კობა ოთანაძეს, ლევან ამირიძეს, კობა კობალაძეს და სხვებს ბრალი ედებოდათ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხების მომზადებაში. 11 იანვრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა გენერალი კობა კობალაძე, დანარჩენი სამხედროები კი სხვადასხვა ვადით პატიმრობაში დატოვა.
კობა ოთანაძეს - 29 წლით, ლევან ამირიძეს - 28 წლით, შოთა გორგიაშვილს - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულია ამბოხებაში ბრალდებული კობა კობალაძე. საპროცესო შეთანხმება - ზაზა სანდოძესთან. 11 წლიანი პატიმრობა სამოქალაქო პირებს. - ასეთია 11 იანვრის სასამართლოს შედეგები.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა განაჩენი 21 პირის მიმართ გამოაცხადა. როგორც ცნობილია, მუხროვანის ამბოხში ბრალდებული 41 ადამიანიდან 20-ს საპროცესო შეთანხმება ადრევე გაუფორმეს. 11 იანვრის სასამართლო სხდომის ყველაზე რეზონანსულ გადაწყვეტილებად კობა კობალაძის გათავისუფლება შეფასდა. მისი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი იყო:
”ამბოხების ნაწილში კობალაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, დაუტოვა მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი იარაღის უკანონოდ შენახვის ნაწილში და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ანუ იმდენი, რამდენიც მას უკვე მოხდილი ჰქონდა და, შესაბამისად, გაათავისუფლა პატიმრობიდან. ცხადია, გამამართლებელი განაჩენით კმაყოფილი ვარ, რადგან პრაქტიკულად გამამართლებელი განაჩენი ჩვენს სასამართლოებში არ გამოდის. მაგრამ იმდენად აშკარა იყო მისი უდანაშაულობა და მტკიცებულებების არარსებობა, რომ სხვა განაჩენი წარმოუდგენელი იყო. რაც შეეხება იარაღის უკანონოდ შენახვის საკითხში კობალაძის დადანაშაულებას, არ არის გამორიცხული, რომ გავასაჩივროთ.”
სასამართლოს შესასვლელთან შეკრებილი ლევან ამირიძისა და სხვა სამხედროების ახლობლები მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციათა და პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ. ლევან ამირიძის და, ნინო ამირიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა:
”ლევანი უდანაშაულოა. ის ერთი პიროვნების ინტერესებს ეწირება, ვინც თავისი ნამუსი და სინდისი და სირცხვილი ამ ადამიანებს შეაწმინდა და უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩასვა.”
სასამართლოს შესასვლელთან გამართულ აქციაზე მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთათვის გამოტანილი განაჩენი ”კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის” ხელმძღვანელმა დავით ლილუაშვილმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის, შეფასებით კი, მუხროვანის ამბოხში ბრალდებული ადამიანები რეალურად პოლიტპატიმრები არიან.