დღეს "რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" სტუმარია ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი. "რადიო თავისუფლების" ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად და ბატონი კობასთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. ხვალ საღამოს კობა დავითაშვილი "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.