პოლონეთის მედიის ცნობით, პოლონეთის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც პოლონეთში ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ჯაშუშურ საქმიანობას რუსეთის სასარგებლოდ ეწეოდა. დაკავებისას რუსეთის მოქალაქეს თან აღმოაჩნდა შეტყობინების დასაშიფრი სპეციალური მოწყობილობა.