რუსეთი დღემდე ეძებს 2008 წლის აგვისტოში დაკარგულ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს

რუსეთი დღემდე ეძებს ოთხ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან გაუჩინარდნენ - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება. მისივე ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 სამხედროს ბედის გასარკვევად რუსეთის უწყებათშორისი კომისიის გარდა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და რუსულ-ამერიკული კომისია მუშაობენ.