ბაღაფშმა მედვედევსა და პუტინს ახალი წელი მიულოცა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ახალი წელი მიულოცა. ბაღაფშმა მედვედევსა და პუტინს აფხაზეთის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს სოხუმი და მოსკოვი პარტნიორობას კიდევ უფრო განავითარებენ. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ახალი წლის დადგომას დღეს ენგურის ხიდიდან მიულოცავს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია.