ყაზახეთი უარყოფს ირანისთვის ურანის მიყიდვის გეგმის შესახებ ცნობას

ყაზახეთმა უარყო ცნობა ირანისთვის ნედლი ურანის მიწოდების გეგმების შესახებ. ურანის სფეროში ყაზახეთის საქმიანობა ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნებს შეესაბამება - განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერჟან აშიკბაევმა. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის დიპლომატები შეაშფოთა მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ ირანის მიერ ყაზახეთისგან 1350 ტონა გასუფთავებული ურანის შეძენის მცდელობის შესახებ.