რუსეთი და უკრაინა ევროპისთვის განკუთვნილი ნავთობის ტრანზიტის პირობებზე შეთანხმდნენ

რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ევროპისთვის განკუთვნილი ნავთობის ტრანზიტის პირობებზე. "უკრაინის ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელის, ვალენტინ ზემლიანსკის თქმით, პირველი იანვრიდან ტრანზიტის ღირებულება 30 პროცენტით გაიზრდება. რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმებას უკვე მიესალმა ევროკავშირი.