ქუთაისში მუშაობა დაასრულა ევროპის ახალგაზრდულმა პარლამენტმა

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიამ, რომელშიც ქართველ დელეგატებთან ერთად 60 ქვეყნის დელეგატები მონაწილეობდნენ, მუშაობა დაასრულა. სამდღიანი სესია იმერეთის რეგიონში პირველად გაიმართა. შეხვედრაზე ახალგაზრდა პარლამეტარებმა დაამტკიცეს რეზოლუციები და რეკომენდაციები, რომლებიც ავტომატურად ხდება ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სახელმძღვანელო დოკუმენტი. სესიაზე ასევე გაიმართა დებატები, რომელიც პოლიტიკურ და საგანმანათლებლო საკითხებს ეხებოდა.