უზბეკეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

უზბეკეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თავიდანვე ცხადია, რომ ეს კენჭისყრა პარლამენტის ქვედა პალატის უკლებლივ ყველა მანდატს პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის მოკავშირეებს მიანიჭებს. ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები არ არსებობს, დემოკრატიისთვის მებრძოლი ფიგურების უმრავლესობა კი ან ციხეში ზის და უცხოეთში იმყოფება. ქარიმოვმა - საბჭოთა დროს კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანმა, რომელიც მკაცრად აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკას - განაცხადა, რომ კენჭისყრაზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა მისი პოლიტიკის პოპულარობას ადასტურებს. ეუთოს არჩევნების მონიტორინგის უწყებას უზბეკეთში სრული სადამკვირვებლო მისია არ გაუგზავნია - ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყანას არც ერთი მისი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია.