შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა მინისტრ ჯანეტ ნაპოლიტანოს განცხადებით, არ გამოკვეთილა იმის ნიშნები, რომ ნიგერიელი მამაკაცის მიერ დეტროიტში მიმავალი თვითმფრინავის აფეთქების მცდელობა უფრო ფართომასშტაბიან გეგმას უკავშირდებოდა. ნაპოლიტანოს თქმით, ამ მამაკაცის ალ-ყაიდასთან კავშირის შესახებ ვარაუდების გამოთქმა „არასწორი“ იქნება. ამასთან, როგორც ნაპოლიტანომ ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, არ არსებობს იმის დამადასტურებელი გარემოება, რომ ამსტერდამის აეროპორტში მამაკაცი სათანადოდ არ შეამოწმეს.