რუსეთის პრეზიდენტმა პოლიციის რეფორმის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დღეს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ ეს აუცილებელი პასუხია პოლიციის მხრიდან დაშვებულ დარღვევებზე. კრემლის მიერ გავრცელებულ ბრძანებულებაში მედვედევი ამბობს, რომ 2012 წლისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა რიცხვი 20 პროცენტით შემცირდება. ამასთანავე, მცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებათა რაოდენობა, გათვალისწინებულია ცვლილებები პოლიციაში სამუშაოდ აყვანის პროცედურაში და ზომები პოლიციაში კორუფციასთან საბრძოლველად.