თბილისელ პენსიონერებს პენსია 10 ლარით გაეზრდებათ

თბილისელი პენსიონერები მარტიდან 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ. თბილისის მერის გიგი უგულავას თქმით, სიახლე შეეხება თბილისში მცხოვრებ ყველა კატეგორიის პენსიონერს. წამლების შესაძენად პენსიონერები ასევე მიიღებენ 25-ლარიან ვაუჩერებს და ისარგებლებენ 50-პროცენტიანი შეღავათით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას.