ბრიტანეთის პრესის თანახმად, ოსამა ბინ ლადენის ნათესავები ირანში ცხოვრობენ

„ოსამა ბინ ლადენის ოჯახის რამდენიმე წევრი უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში თეირანის გარეუბანში, გაძლიერებული დაცვის ქვეშ ცხოვრობდა“ - ამ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის გაზეთები ავრცელებენ. „ტაიმსის“ ცნობით, ლაპარაკია ბინ ლადენის ერთ-ერთ ცოლზე, ექვს შვილსა და თერთმეტ შვილიშვილზე, რომლებმაც, ცნობის მიხედვით, ავღანეთი 2001 წელს დატოვეს. ირანმა არაერთხელ უარყო ცნობა იმის თაობაზე, რომ ბინ ლადენის ნათესავები თავს აფარებენ ირანს.