ყირგიზეთში ელექტროსადგურის ასაშენებლად დღეს აფეთქება მოხდება

დღეს ყირგიზეთში ახალი ჰიდროელექტრო სადგურის - ”კამბარ-ათა 2”-ის მშენებლობისთვის ადგილის მოსამზადებლად დიდი აფეთქება იგეგმება. სპეციალისტების თქმით, აფეთქების შედეგად ათი კილომეტრის რადიუსში საშუალო სიმძლავრის მიწისძვრის ეფექტი იქნება. აფეთქება მოხდება ყირგიზეთის სამხრეთში ჯალალ-აბადის პროვინციაში. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას მეზობელი უზბეკეთი აპროტესტებს, რადგან იქ შიშობენ, რომ სადგურისთვის საჭირო წყალსაცავი უზბეკეთში წყლის რესურსის შემცირებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ უზბეკეთის სოფლის მეურნეობას დააზარალებს.