დღეს "ინტერაქტიული დიალოგის" სტუმარია ჟურნალების „ცხელი შოკოლადისა“ და „ლიბერალის“ გამომცემელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, შორენა შავერდაშვილი. რადიო თავისუფლების ბლოგების კომენტატორებმა სწორედ ის აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად და ქალბატონი შორენასთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. სამშაბათს საღამოს შორენა შავერდაშვილი რადიო თავისუფლების ვებსაიტზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.