კიწმარიშვილი აცხადებს, რომ 45 000 დოლარი წართვეს

ტელეკომპანია "მაესტროს" მმართველმა ეროსი კიწმარიშვილმა საქართველოს ხელისუფლება დიდი რაოდენობით თანხის წართმევაში დაადანაშაულა. კიწმარიშვილის მტკიცებით, 3 დღის წინ, 18 დეკემბერს, ვაკეში თურქეთის საელჩოს გვერდით მდებარე კორპუსში, სადაც თავად და მთავრობის რამდენიმე წევრი ცხოვრობენ, დაუდგენელი ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ კურიერს, ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილ მძღოლს და თანხა წაართვეს. კიწმარიშვილს აქვს ეჭვი, რომ მის სატელეფონო ზარებს უსმენენ და სწორედ ამ გზით გაიგეს როდის და ვის უნდა მიეტანა კიწმარიშვილისთვის ქიბარ ხალვაშისგან ნასესხები 45 ათასი ამერიკული დოლარი. ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ეს თანხა ტელეკომპანია „მაესტროს“ პრობლემების მოსაგვარებლად იყო საჭირო.